ცხოველთა სამყარო
,,თბილისში, ჩინელების ბაზრობაზე ლეკვებს აგროვებენ, ასუქებენ და მერე ჭამენო”
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/23905191_929007307444348_7548773886422146768_n.jpg)
,,მეგობრებო, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ ეს ინფო. ლილომდე არ მისული არის ჩინელების ბაზრობა, ჰყავთ ლეკვები . ერთი ლეკვი ყუთში იყო საცოდავათ მიჭუჭყული. ერთმა ქართველმა გოგონამ, რომელიც იქ მათთან მუშაობს მითხრა, რომ აგროვებენ, ასუქებენ და მერე ჭამენო. იქნებ იმ პატარა ლეკვის გადარჩენა მაინც მოხერხდეს?!!!” _ წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი დიანა მარტიაშვილი და პატარა, თეთრი, საყვარელი ლეკვის ფოტოს აქვეყნებს.