თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი თანახმაა დუმილი დაარღვიოს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტისას ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს – საქმეში მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.
დაცვის მხარე დამოუკიდებელ ექსპერტიზებს ატარებს, რომელთა შედეგებსაც სასამართლოზე წარადგენენ, რომელმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა მოცემულობა შეცვალოს.
ბრალდებული არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი იმასაც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა სასამართლოს მისცეს ჩვენება.
დაცვის მხარე აპირებს მათი მოწმეები სასამართლოზე წარადგინოს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შუფარდა.