საზოგადოება

თამარ იოვაშვილი: არა ბატონებო, არ გამოგივათ!

,,უმუშევართა კავშირი” -ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,ვის ატყუებს და ახუჭუჭებს პატრიოტთა ალიანსი! 20 წუთიანი შეხვედრა რუსეთის დუმის დარბაზში და იქ საუბარი დიდ გეგმებზე, არაფრის მომტანია! ეს არის ჩვეულებრივი პიარსვლა იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ მოიპოვონ ამომრჩევლის ხმები ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან მოლაპარაკების გზით ურთირთობების დალაგებას. არა ბატონებო, არ გამოგივათ! ჯერ ერთი, რა მოლაპარაკებები თქვენ შეგიძლიათ? საიდან იმის ლეგიტიმაცია, რომ ხალხის სახელით საუბრობთ! რა ჯგუფებს ქმნით და რა გეგმა გაქვთ დასახული? სასაცილოა! კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არც ზნეობრივი და არც ინტელექტუალური ბაზა არ გაგაჩნიათ! ხოდა დაწყნარდით, ნამეტანი არ აიღოთ საკუთარ თავზე, გაიარეთ. აწი არც ერთი ხმა პატრიოტთა ალიანსს! მატყუარების, მებაჟეების და მევახშეების პარტიას!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close