საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილმა კიდევ 2 ტყვე დათვს აჩუქა თავისუფლება

ამ დათვებმა 8 წელი გაატარეს პატარა გალიაში. ჩვენ მათ თავისუფლება ვაჩუქეთ. დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 22 დათვია პატიმრობაში, საშინელ პირობებში და შველას ითხოვენ. ცხვარიჭამიის ტყეში ათას კვადრატულ მეტრ ფართზე, ჩვენი და ბატონი სოსო ჯიქურიშვილის დაფინანსებით გაკეთებული 6 დათვზე გათვლილი ნაკრძალი-თავშესაფარი სპეციალური ევროსტანდარტის ელექტროღობით საკმარისი არ არის ყველა პატიმარი დათვისთვის. საჭიროა კიდევ დამატებითი ტერიტორია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მივმართავთ ყველას – მთავრობას, ბიზნესმენებს, კერძო პირებს, ვისაც სურს, გვერდით დაგვიდგნენ ამ პრობლემის მოგვარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close