საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილი: ამ დათვს შეჭმას უპირებს საქეიფოდ გამზადებული ერთ-ერთი ნაღალჩინოსანი

ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი განცხადებას ავრცელებს და შველას ითხოვს:

,,შაბათს, 22 ივლისს, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალციხეში, რესტორანი ,,ედემის“ ეზოში, იმყოფება დატყვევებული დათვი, რომელსაც დაკვლას და შეჭმას უპირებენ. აღნიშნული მაშინვე შევატყობინე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. მოვილაპარაკეთ, რომ დღეს, 24 ივლისს, წავიდოდით დათვის გასათავისუფლებლად და გადავარჩენდით მას შეჭმისგან. მოლაპარაკების თანახმად, მე დილიდან გავედი ქალაქიდან და მივემართები ახალციხისკენ. გარემოს დაცვის წარმომადგენლები უკან უნდა გამომყოლოდნენ, მაგრამ დაკავშირების შემდეგ მითხრეს, რომ პრობლემები აქვთ და ვერ მოდიან. ჩემი ინფორმაციით, ამ დათვს შეჭმას უპირებს თავის მეგობრებთან ერთად საქეიფოდ გამზადებული ერთ-ერთი ნაღალჩინოსანი, ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ეს პიროვნება ჩაერია ამ საქმეში და გარემოს დაცვის სამინისტრომ უარი თქვა კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, მე მაინც მივდივარ ახალციხეში და საზოგადოების მხრიდან ვითხოვ მაშველს, რათა გადავარჩინო ეს ტყვე დათვი და გადმოვიყვანო ცხვარიჭამიაში, ჩვენს ნაკრძალ-თავშესაფარში“.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close