შალვა თადუმაძე განმარტავს, თუ როგორ ჩააბარა კონკრეტულ ინსტიტუტში იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ ინსტიტუტი დაარსდებოდა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც შალვა თადუმაძის დიპლომში შეუსაბამობა დადგინდა, კერძოდ დიპლომში მითითებულია, რომ პროკურორი  1993 წელს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა, როდესაც, თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შალვა თადუმაძე, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი, კითხვებს პასუხობდა.

,,1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო და ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგძლივობა და  ვინაიდან ჩემი პროგრამა 5- წლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგძლივობად მიუთითეს 1993-98 წლები“- განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება სასწალებლის იურიდიულ სახელწოდებას, რისთვისაც ასევე არსებობდა კითხვები,თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.

ელენე მეტრეველი

 

კომენტარები
Загрузка...