ზურაბ ჯაფარიძე: ილია მეორე ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას, სადაც პატრიარქმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართ – აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია მეორე კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა – ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება – ეს არის დიდი შეცდომა – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რითიც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
წყარო: plus.kvira.ge