საზოგადოება
,,ზოგზოგიერთები ამაზონის ტყეებზე წუხდნენ….ეს კი საქართველოა…”
,,ზოგზოგიერთები ამაზონის ტყეებზე სწუხდნენ….ეს კი საქართველოა და თუ უყვართ სამშიბლო,
საქმით დაამტკიცონ”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი მარინა მანგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.
რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტრამდეა დამწვარი. როგორც სოფლის რწმუნებულები ამბობენ, ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.
სოციალურ ქსელში ვიკა ფილფანი ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია სვანეთის მთებში არსებული მდგომარეობა.