საზოგადოება

ზვიად კუპრავა: ახლა თქვენ მიდით მასთან და დაუჯექით გვერდით

ზვიად კუპრავა, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი:

_ ,,რატომ ზის ზაზა სარალიძე მარტო”…?! იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მის დასაკომპლექსებლად ყველანაირ ბინძურ გზას მიმართა. ისინი დღესაც იგივეს აგრძელებენ და მის მიმართ დაწყებული შავი პიარკამპანია “პოლიტიკოსებზე მიყიდულ შვილზე” თქვენს სინდისზე იყოს ბატონებო. დიახ, სწორედ ამ გზით თქვენ ის ამყოფეთ მორალური ტერორის ქვეშ.

შვილმოკლულ და უსამართლოდ დარჩენილი ზაზა სხვა ყველაფერთან ერთად ახლა იმიტომაც ისჯება (მის მარტო ჯდომას ვგულისხმობ), რომ მან არ მოახდინა აქციებზე ადამიანების დისკრიმინაცია პროფესიების მიხედვით და არ განასხვავა არავინ ერთმანეთისაგან, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, არც ექიმი და არც დარაჯი, არც ყოფილი პატიმარი და არც სხვა…

ახლა ზაზა სარალიძე იძულებულია, გაერიდოს ყველას და იჯდეს მარტო იქ, სადაც ახლა ის ზის…

მივმართავ ხელისუფლებას!
ბოლო შანსი გაქვთ ბატონებო. ახლა თქვენ მიდით მასთან და დაუჯექით გვერდით. დიახ დაჯექით მასთან ერთად აბა მიდით გაბედეთ და თქვენს მოითხოვეთ სარალიძის სამართლიანობის აღდგენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close