სამართალი და კრიმინალი

,,ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ დაარბიეს…”

,,მთაწმინდის პანთეონში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ დაარბიეს: მოთხრილია და გადაყრილია ყვავილები, დამტვრეულია დიდი ყვავილის ლარნაკები, თვით საფლავის ჯვარიც კი აღარ დაგვხვდა ადგილზე და ბოლოს დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ უდიერად გადაგდებული. ბატონი ზვიადის საფლავიდან სისტემატიურად იღებენ ყვავილებს და გადააქვთ სხვადასხვა საფლავებზე…
და ეს ხდება სად?
მთაწმინდის პანთეონში, რომელსაც ჰყავს დაცვის სამსახური, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მთელ პერიმეტრს (!)
ხოლო პანთეონის დირექტორი გახლავთ მარინა დავითაშვილი – პროტოდიაკონ დიმიტრი დავითაშვილის და (რომელიც თავისი მომხიბვლელი ბარიტონით კითხულობს ხოლმე სააღდგომო ეპისტოლეებს) …
ფაქტიურად ზვიად გამსახურდიას დევნა კვლავ გრძელდება -უკვე მისი განსასვენებლის დარბევითა და შეურაცხყოფით…
ამ ვანდალურ აქტში პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პანთეონის ადმინისტრაციას, საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლებას,
P.S  გრცხვენოდეთ უბედურებო,   იმხელად უსუსური ნაძირლები ხართ,  რომ გარდაცვლილი ეროვნული გმირისაც  კი ასე ძალიან გეშინიათ.” _ წერს საინფორმაციო სააგენტო npa.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close