საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა დახმარების საერთაშორისო ცენტრს აფუძნებს

ზაზა ხატიაშვილი, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი:

_ პატივცემულო ადვოკატებო! ჩემო ძვირფასო კოლეგებო! მოგესალმებით დიდი პატივისცემით,გფარავდეთ უფალის ძალი და მადლი.
პატივცემულო კოლეგებო! ადვოკატებზე თავდასხმამ მიიღო სისტემატიური ხასაითი, ათეულობით ადვოკატმა მომმართა დახმარების თხოვნით ბოლო ორ თვეში . გადავწყვიტე დავბრუნდე ადვოკატთა უფლების დაცვის სადარაჯოზე და შაბათ 09 ივნიის დავაფუძვნო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა დახმარების საერთაშორისო ცენტრი“. გელოდებით ადვოკატებს, ვისაც გსურთ დავდგეთ ერთმანეთის დაცვის სადარაჯოზე. შევიკრიფოდ 09 ივნისს 13 საათზე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქ.თბილისი ჭაჭავაძის გამზირი # 25.

პატივცემულო კოლეგებო! როგორც უფლებამდაცველს მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ადვოკატები და მთხოვენ დახმარებას. ვეხმარები ბევრ ქვეყანას ადვოკატის უფლებების დაცვის სისტემის შექმნაში, მაგრამ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში გავაძლიეროთ ერთმანეთზე ზრუნვა დავიცვათ ჩვენი პროფესიული ხელშეუხებლობა.
კოლეგებო! გუშინ ესროლეს ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ სახლს. ადვოკატის სახლზე თავდასხმა საეჭვოდ დაემთხვა ადვოკატ ინგა არახამის განცხადებებს რაფალიანცის რეზონანსულ საქმეზე. პროკურატურა იქცევა არაადეკვატურად. პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დამატებით წარმართოს, სისხლის სამართლის კოდექსის 365 მუხლით,მუქარა ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 ადვოკატი ლიკა ბითაძე დაიბარეს ფინანსურ პოლიცაში და დაუწყეს ჩვნების გამოძალვა იმ საქმეზე რა საქმეზეც ქალბატონი ლიკა ბითაძე იყო ადვოკატი! დანარჩენ ორ ქალბატონ ადვოკატს დაემუქრნენ პასუხისგებაში მიცემით თუ კოლეგებს ხელს არ დაადებდნენ. ადვოკატებს სამართალდამცავები ექცევიან პატივისცემის გარეშე რაც არის მიუღებელი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველაფერს აკეთებს ადვოკატის უფლებების დაცვის მიზნით, მაგრამ საჭიროა ყველა ადვოკატის ჩართულობა, რათა პროცესმა არ მიიღოს საშიში ხასიათი. როდესაც ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სიცოცხლეს ვრისკავდი რომ თქვენი უფლებები ყოფილიყო დაცული,მაგარმ ხშირად ვრჩებოდი მარტო, რაც არის დაუშვებელი. ყველა ადვოკატმა უნდა გავითვისოთ ერთად დგომის ვალდებულება და ერთმანეთის დახმარება, როცა რისკის ქვეშ დგება ჩვენი დამოუკიდებლობა. იმედი მაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაზე დიდი მოკავშირე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close