საზოგადოება
ზაზა სვანაძის რეპორტაჟი დავით სარალიძის ორგანიზებული აქციიდან (ვიდეო)
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2018/05/bv.jpg)
პირდაპირი ჩართვის ამსახველი ჩანაწერი რუსთაველის გამზირიდან, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოზარდი, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული მოზარდის მამამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე არსებული კითხვები პასუხგაუცემელია და 27 მაისს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა.
euronews.ge – მოვლენების ეპიცენტრიდან ყველაზე მნიშვნელოვან და კულმინაციურ მომენტებს წარმოგიდგენთ.
( პირველი ნაწილი ). ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.