ზაზა სვანაძე: ხალხი საქართველოდან აიყარა და გარბის!
ზაზა სვანაძე, ჟურნალისტი:
_ ,,ქართული მარშის” რიტორიკა და გია კორკოტაშვილის ხედვები იქეთ იყოს, ( ბევრი რომ დასცინით ) მაგრამ ერთი ამბავი გავიგე, რომელსაც ჩემეულ შეფასებასაც მივაწერ – ახლობელმა მომიყვა წეღან, ნუცუბიძის პლატოდან, ერთი კორპუსის ერთი სადარბაზოდან, ხუთი ბიჭი წასულა, გერმანიაში, 25-30 წლის ბიჭები, კიდევ აპირებენ უბნელები წასვლასო… ვალები აუღიათ და წასულან… თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით… არც არაბებს ვერჩი, არც ირანელებს, არც თურქებს, მაგრამ ვიზალიბერალიზაციაზე მეტად, მე პირადად ის გამეხარდებოდა, რომ სწრაფი ეკონომიკური აღმასვლის შანსი მოეცა დასავლეთს და ქართველს სამშობლოში მოეკიდებინა ფეხი ! ხალხი აიყარა და გარბის ! ფული თუ იტრიალებდა ქვეყანაში, არც იმ ელჩებს შეეშინდებოდათ ვიზების ჩარტყმა ბოლო-ბოლო! კი იყო სავიზო რეჟიმი და დავდიოდით როგორღაც ! განა ეს მონაპოვარი ცუდია ? ცუდი ისაა, რომ, იმის მაგივრად ხალხი სამოგზაუროდ წავიდეს, პარიზის და მილანის დასათვალიერებლად, მიდიან გადასახვეწად, აქ კი ახლო აღმოსავლეთიდან შემოდიან ნაკადებად და სხვა ერები ფეხს იკიდებენ. სამი კინკილა მილიონი დავრჩით ისედაც, შესაბამისად, ( რიცხობრივად ) ჩვენნაირი ერებისთვის საშიშია, ის ნაკადები რაც გადის და რაც შემოდის ! პ.ს. იმედია ფაშიზმში არ დამდებთ ბრალს- უბრალოდ დაიცალა ქვეყანა გენოფონდისგან!