პოლიტიკა
ვიცე-პრემიერად მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

ვიცე-პრემიერის პოსტს კახი კალაძის ნაცვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა