სხვა

„ვიღაც რომ უშვილოა, მე მაბრალებდნენ…“

რამ გამოიწვია თიკა ჯამბურიას აღშფოთება

მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის დუ­ეტ­მა „აურა” დღის სი­ნათ­ლე აპ­რი­ლის ბო­ლოს იხი­ლა. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მე­ლო­დი­უ­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ად­ვი­ლად და­ი­მახ­სოვ­რა და აი­ტა­ცა, თუმ­ცა სა­კა­მა­თო ტექ­სტის ნა­წი­ლი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­ღე­რა­ში გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ფრა­ზა „ყვე­ლა ისე ცხოვ­რობს, რო­გორც და­იმ­სა­ხუ­რა”. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა ეს მძი­მე გან­ცხა­დე­ბად აღიქ­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის მსხვერ­პლია.

.

თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ ამბები.ჯი-ისთან ამ სიმღერაზე ისაუბრა და უარყოფითი კომენტარების ავტორებსაც უპასუხა:

– ეს თე­დოს ტექ­სტია, რას უნდა ვგუ­ლის­ხმობ­დეთ, ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ამ ტექ­სტში შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ან ლე­ი­კე­მი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სიკ­ვდილს?

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ერთ-ერთი ტი­კტო­კე­რი სვამ­და კი­თხვას, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მა­ტა­რე­ბელ­მა გა­და­უ­ა­რა და თავი მო­წყვი­ტა, ის ამას იმ­სა­ხუ­რებ­და?

– ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბი­ან ვე­რა­ფერს, მარ­ტი­ვი აზ­როვ­ნე­ბა აქვთ და ჰგო­ნი­ათ, რომ „თვალს გა­ვა­ხელ, ზედ წამ­წამ­ზე მი­ზი­ხარ“, ნიშ­ნავს, რომ თვალს რომ გა­ა­ხე­ლენ, ზედ წამ­წამ­ზე ეჯ­დე­ბათ ვინ­მე.

რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეს ტექ­სტი ჩემი არ არის, თე­დო­სია სიმ­ღე­რა და ტექ­სტიც მას ეკუთ­ვნის. ამას წინ უძღო­და პოდ­კას­ტი, სა­დაც მე ვი­ყა­ვი თე­დოს­თან სტუმ­რად და ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს გან­ვლილ წლებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს, რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

„რა­სა­ცა დას­თეს იმას მო­იმ­კი“, „რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია“, „კარ­მა იზ ე ბიჩ“ – ეს ან­და­ზე­ბი, რა­ტომ არ არის ამ­ხე­ლა ამ­ბის გა­მომ­წვე­ვი, რე­ა­ლუ­რად ზუს­ტად იგი­ვე ში­ნა­არ­სი აქვს.

არა­ფე­რი სა­გან­გა­შო ამა­ში არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, მთე­ლი აზრი დევს იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რაც უფრო კე­თი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და რაც უფრო კე­თი­ლად შე­ხე­და­ვენ ცხოვ­რე­ბას, ბევრ კარ­გს გა­ა­კე­თე­ბენ, ზუს­ტად ისე წა­იყ­ვა­ნენ თა­ვის ცხოვ­რე­ბას. ის, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ჩვენ თა­ვად გან­ვა­გებთ, ამა­ში რა არის გა­ურ­კვე­ვე­ლი? იმას ხომ არ ვმღე­რით, ვი­ღაც რომ მოკ­ვდა, და­იმ­სა­ხუ­რაო. რო­გორც ახლა, ამ მო­მენ­ტში ჩვენ ვცხოვ­რობთ, რა ფიქ­რე­ბიც გვაქვს, ისე­თი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც.

ბუ­რა­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მგო­ნია, რომ ხან­და­ხან ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის 50 პრო­ცენ­ტი მა­ინც ხვდე­ბა, რომ არ არ­სე­ბობს, ეგ აზრი იდოს ამ სიმ­ღე­რა­ში.

სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან გა­ვარ­და, გატ­რენ­დდა და ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს თემა ნე­გა­ტი­უ­რად გა­ე­შა­ლა და ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხალ­ხსაც მეტი რა უნ­დო­და, აჰ­ყვა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სიმ­ღე­რა, უამ­რავ ადა­მი­ანს მოს­წონს და იმ­ხე­ლა სიღ­რმე­ე­ბი დევს და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი, რომ ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა გა­ი­გო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისეთ მძი­მე ის­ტო­რი­ებ­ზე მნიშ­ნავ­დნენ და მლან­ძღავ­დნენ თა­ვი­ანთ წარ­სულ­ზე, შოკ­ში ვი­ყა­ვი. ვი­ღაც რომ უშ­ვი­ლოა, ვი­ღაც გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს, მე მაბ­რა­ლებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ეს ტექ­სტი ჩემი არ არის და და­უ­გეგ­მა­ვად ჩავ­წე­რეთ ეს სიმ­ღე­რა. რო­გორც კი მო­ვუს­მი­ნე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ზუს­ტად მივ­ხვდი, რა იდეა და აზრი ჩადო თე­დომ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, შვილმკვდარ­მა დე­დამ და­ა­კავ­ში­რო, რომ ვი­ღაც ადგა და შენ რომ წარ­სულ­ში გან­გე­ბამ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა გარ­გუ­ნა, იმა­ზე გიმ­ღე­რის ადა­მი­ა­ნი.

ამბები.ჯი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close