ვის დარჩება 2 მილიარდი დოლარი
ზურაბ წერეთლის ოჯახი ანდერძის მოლოდინშია, მათ შორის 46 წლით უმცროსი საყვარელი ქალი

მოქანდაკე და მხატვრის ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს. მას 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
რუსულ მედიას მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მეტად მისი ანდერძი აინტერესებს. ვის რა დარჩება 2 მილიარდ დოლარამდე შეფასებული ქონებიდან, ჯერ კიდევ არ გარკვეულა.
.
22 მანეთით დაწყებული ცხოვრება
ის ოცნებობდა ტიციანივით ყოფილიყო – მდიდარი და დიდებაში ჩაძირული. ცნობილმა მოქანდაკემ თავისი კარიერა 22 მანეთითდაიწყო. მისი სახლი სხვენი იყო… მაგრამ დღეს ზურაბ წერეთელი მსოფლიოში უმდიდრეს ქართველად ითვლება. მისი ქონება ჯერ კიდევ 2007 წელს 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ 57 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის უძრავ ქონებაზე. ~
ცნობილ მოქანდაკეს დარჩა ქალიშვილი საყვარელი მეუღლისგან, რომელთანაც 40 წელი იცხოვრა – ელენე. ის პირველი მემკვიდრეა კანონის თანახმად. ზურაბ წერეთელს ასევე ჰყავს სამი შვილიშვილი – ზურაბი, ვასილი და ვიქტორია. კიდევ – 4 შვილთაშვილი (ალექსანდრე, ნიკოლოზი, ფილიპე, მარია-იზაბელა) და ორი ნაშვილები ქალიშვილი, რომლებიც წერეთელმა პირადად აღზარდა – ტატიანა და ლუდმილა.
ბოლო 20 წელი მოქანდაკე 46 წლით უმცროს ხელოვნებათმცოდნე ტატიანა კოჩემასოვასთან ცხოვრობდა, მაგრამ ქორწინება არ დაუკანონებიათ. იურისტების თქმით, ქალს თეორიულად შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა. და საერთოდ, მემკვიდრეობის თემა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს მედიაში… გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს იმედი აქვს, წერეთელმა ანდერძი დატოვა, რომელსაც მისი დაკრძალვის შემდეგ გახსნიან.
ამბები.ჯი