ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის…
,,ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძნეული. ზოგი იტყვის: “ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?” ყური უგდეთ, რას ამბობს წმიდა მამა იოანე ოქროპირი: “წმიდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმიდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ”. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება; გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური) და ბოლოს, ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს”, – არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი.