ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ სამედიცინო ნიღბებისა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება მალე ნორმად იქცევა. ამის შესახებ ნაბარომ BBC Radio-სთან საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ სახის დაცვა გარკვეული ფორმით ნორმად იქცევა”, – თქვა ნაბარომ დღევანდელ ინტერვიუში.

მან განმარტა, რომ საჭიროა სახის დაცვა, ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო COVID-19 ვაქცინის გამოყენება და რამდენად გამოიმუშავებს დაავადებული ადამიანის ორგანიზმი იმუნიტეტს.

“ეს ვირუსი არ გაქრება. ჩვენ ჯერ არ ვიცით გამოუმუშავდებათ თუ არა იმუნიტეტი იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაავადნენ კორონავირუსით და არ ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა”, – დასძინა ნაბარომ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 863 406 შემთხვევაა აღრიცხული.

კომენტარები