საზოგადოება

,,ვინ იღებს პასუხისმგებლობას 86 კაცის გარდაცვალებაზე?”

,,მაინცდამაინც სტატისტიკა 100 კაცის გარდაცვალებაზე უნდა ავიდეს?- რა პასუხი აქვთ ამაზე ჯანმოდან ნაკვებ ჩვენს ვირ–უსოლოგებს?"

ვინ იღებს პასუხისმგებლობას 86 კაცის გარდაცვალებაზე?
დღეს კოვიდით 86 კაცის გარდაცვალება გამოაცხადეს. გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ძალიან საეჭვოა, სავარაუდოდ, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილების ვირუსზე მიწერა ხდება. არაა გამორიცხული, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე საარჩევნოდ ხელისუფლებას უწყობდნენ საბოტაჟს! დავუშვათ გარდაცვალებები რეალურად ვირუსს უკავშირდება, მაშინ არასწორედ მიდის ვირუსის მართვა და ჯანმოდან წამოსული “გაიდლაინებით” მკურნალობის ბრალია!
დღევანდელი მონაცემებით ჩატარებულია 1 მილიონ 259 391 აცრა, წესით ვაქცინაციას დაინფიცირებაც და გარდაცვალებაც უნდა შეემცირებინა, მაგრამ პირიქით მოხდა, ვაქცინაციის პარალელურად მოიმატა დაინფიცირებამაც და გარდაცვალებამაც…
საქართველოში ყოველდღიურად ტარდება დაახლოებით 40 000–50 000 ტესტირება (20 აგვისტოს 67 000 ჩატარდა) რაც ქვეყანას დღეში 500 000–550 000$ უჯდება. სწორედ ამ ტესტების მაჩვენებლებით ხდება, როგორც შეზღუდვების დაწესება, ასევე მოსახლეობის დაშინება!
საქართველოში მოსახლეობის 11.3%–ია ორჯერადად აცრილი, ხოლო ერთჯერადად – 21.9%
მოდი ვნახოთ ჩვენს მეზობელ სომხეთში რა მდგომარეობაა? სომხეთში: ყოველდღიურად მხოლოდ 5000–7000 ტესტირება ტარდება და დაინფიცირების რიცხი 636–ია. გარდაცვალება: 2 სექტემბერს გარდაიცვალა19 ადამიანი. მოსახლეობის 3.3%–ია ორჯერადად აცრილი, ხოლო ერთჯერადად – 6%.
საინტერესოა, ბელარუსის სტატისტიკა, ქვეყანა რომელსაც არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია და რომლის მოსახლეობა 9,4 მილიონია, კოვიდით დღემდე მხოლოდ 3803 გარდაცვლილი ჰყავს, დაინფიცირებული კი 485 000. თუ ბელარუსს საქართველოსთან შევადარებთ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონია და სადაც მთელი რიგი ეგზოტიკური და სადისტური შეზღუდვები ჩატარდა და ახლაც ტარდება ტრასნპორტის გაჩერების ჩათვლით, გარდაცვალილი 7563 კაცია!!! ხოლო დაინფიცირებული 557 000 კაცი!!! ტესტირებას ბელარუსში მხოლო 15 000–16 000 ტარდება, ხოლო მოსახლეობის 17%–ია ორჯერადა აცრილი, ხოლო ერთჯერადად 14%. საინტერესოა რა პასუხი აქვთ ამაზე ჯანმოდან ნაკვებ ჩვენს ვირ–უსოლოგებს???
ზემოთქმულიდან გამომდინარე ვინ იღებს პასუხისმგებლობას 86 კაცის გარდაცვალებაზე? შექმნის სიტუაციაზე დაუყოვნებლივ უნდა აგოს პასუხი ვინმემ, როდემდე აპრებს ხელისუფლება სირაქლემას პოზაში ყოფნას და ელემენტარული ღონისძიებების არგატარებას, მაინცდამაინც სტატისტიკა 100 კაცის გარდაცვალებაზე უნდა ავიდეს?
ზვიად ტომარაძე 3/09/2021

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close