სამართალი და კრიმინალი

ვინ არის სახაზინო ადვოკატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაიცავს?

მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მას სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე პირველად გამოცხადდა და საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე მოითხოვა. ბრალდების მხარე კი მიიჩნევდა, რომ დაცვის მხარეს გონივრულ ვადად ერთი კვირა უნდა განსაზღვროდა. მოსამართლემ სწორედ ბრალდების მხარის განცხადება გაითვალისწინა და მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩანიშნა.
სოფიო გოგლიჩიძე სააკაშვილის დაცვის მხარის რანგში გირგვლიანის საქმეზე იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ, აღნიშნულ საქმეზე ადვოკატები აიცილა.

წყარო

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close