საზოგადოება

ვინ არის ახმეტელი ბორტგამცილებელი

„წე­ლი­წადნა­ხე­ვარ­ში 35 ქვე­ყა­ნა ვნახე“

ქეთი ძარ­ღუ­აშ­ვი­ლი ახმეტაში დაიბადა და გაიზარდა. 25 წლის ასაკ­ში დაამ­თავ­რა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტუ­რიზ­მის გან­ხრით. ამჟამად კი ბორტგამცილებელია. თავის პროფესიაზე ის ამბები.ჯი-სთან ყვება:

.

-„ემი­რა­ტე­ბის” ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ვარ. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, წა­მოს­ვლა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ვარ და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ­დი. რო­გორც კი გა­ვი­გე ღია კა­რის დღე­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე დუ­ბა­ი­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. და  მოკ­ლედ რომ გი­ამ­ბოთ ღია კა­რის დღის შე­სა­ხებ, ის მიმ­დი­ნა­რე­ობს ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ ყვე­ლა ეტაპს გა­და­ლა­ხავ, და­გი­რე­კა­ვენ და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯის და­ფარ­ვით, წა­გიყ­ვა­ნენ, გას­წავ­ლი­ან და შემ­დეგ უკვე იწყებ ფრე­ნას.

– ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ვერ იაზ­რე­ბენ ამ პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლეს და შრო­მა­ტე­ვა­დო­ბას, რო­გო­რი წარ­მო­გედ­გი­ნათ თა­ვი­დან თქვე­ნი პრო­ფე­სია და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა რე­ა­ლუ­რად?

– თა­ვი­დან მხო­ლოდ კარგ მხა­რეს ვხე­დავ­დი, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა არ ვნა­ხე. თვე­ში 4-5-6 ქვე­ყა­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, ეს სამ­სა­ხუ­რი კი ზუს­ტად ამას მპირ­დე­ბო­და. თუმ­ცა მარ­ტი­ვი არა­ფე­რია და ამას­თან ერ­თად, დიდი შრო­მაც გვი­წევს. მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ალ­ბათ ღა­მის ფრე­ნე­ბი და უძი­ლო ღა­მე­ე­ბია, ასე­ვე უკულ­ტუ­რო ადა­მი­ა­ნე­ბი… მუ­შა­ო­ბი­სას უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ანს ხვდე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უ­გო, თუმ­ცა რო­გორც კი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა და ერთი სული მაქვს ხოლ­მე ვნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ვას­წრებ. ასე­ვე გვაქვს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩვენ ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, მარ­თა­ლია ავი­ა­ცია ერთ-ერთი უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა მზად უნდა იყო ყვე­ლაფ­რის­თვის, ამი­ტო­მაც ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­ურ მომ­ზა­დე­ბას გავ­დი­ვართ.

წე­ლი­წადნა­ხე­ვარ­ში ვნა­ხე 35 ქვე­ყა­ნა. აქე­დან ყვე­ლა­ზე გრძე­ლი გზა იყო დუ­ბა­ი­დან ახა­ლ ზე­ლან­დი­ამ­დე ფრე­ნა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სრუ­ლდე­ბა და 17 სა­ათს გრძელ­დე­ბა.

– ფრე­ნი­სას არა­ერ­თი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას, შე­გიძ­ლი­ათ გვი­ამ­ბოთ ამის შე­სა­ხებ? რო­გორ უმკლავ­დე­ბით შიშს და მსგავს მო­მენ­ტებს და რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მგზავ­რებ­ში პა­ნი­კა არ და­ი­წყოს?

– ფრე­ნის შიში არა­სო­დეს მქო­ნია. ავი­ა­ცია ისე არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა თვითმფი­ნავს ვერ ჩა­მო­აგ­დებს, ჩვენ­თან უამ­რა­ვი წლის გა­მოც­დი­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რომ პი­ლო­ტი გახ­დე, ამი­ტომ თუ ღვე­დი შეკ­რუ­ლი გაქვს, არა­ფე­რია სა­ში­ში. მცი­რე­ო­დე­ნი გა­ნათ­ლე­ბა ავი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, ჩემი აზ­რით, ში­შის მოხ­სნა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა ბორტზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც ეს პრობ­ლე­მა აწუ­ხებთ, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, სა­ში­ში რომ იყოს, აქ ხომ არ ვი­მუ­შა­ვებ­დი-მეთ­ქი?! ასე­ვე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბი. პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ტრე­ნინ­გე­ბი გავ­ლი­ლი გვაქვს, თუმ­ცა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბად მა­ინც ბორტზე ვინ­მეს ცუ­დად გახ­დო­მაა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close