საზოგადოება

,,ვერ შველიან, 17 წლის გოგო ელოდება სიკვდილს, რომელიც ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა”

ფეისბუქმომხმარებელი ანი სირბილაძე წერს:

,,ამასწინათ ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე კომენტარი სოლარიუმთან დაკავშირებით .

ათი დღის წინ, ულამაზესი 17 წლის პაციენტი მოვიდა კლინიკაში . მელანომას დიაგნოზით, უმძიმესი ფორმით და დამპალ-გადაგვარებული ხალებით .

დღეს გავიგე , რომ ვერ შველიან და 17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს . კი , სიკვდილს .

ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა .

არ ქნათ , არ ქნათ ხალხო ! ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .

მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია . მართლა .

მინდა არავის , არასდროს არ გქონდეთ შეხება კიბოსთან . ჩემს დაუძინებელ მტრებს არ ვუსურვებ მაგას. ვისაც ყველაზე მეტად ვძულვარ , მათაც ვერასდროს ვერ ვუსურვებ გაეგოთ რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა .

მე გამოვცადე , ვიცი , სიკვდილს შევეხე და ძალით ამას ნუ იზამთ .

#უთხარიარასიმსივნეს”

Related Articles

Back to top button
Close