სამართალი და კრიმინალი
ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

ორში მომხადი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი