მსოფლიოპოლიტიკა

ვაშინგტონი მზად არის, ითანამშრომლოს სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან.

„ჩვენ მადლიერები ვართ პრემიერ-მინისტრ სარგსიანის მრავალწლიანი მუშაობისა და ამერიკა – სომხეთის მჭიდრო პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრე დემოკრატიული პროცესების შედეგად გამოვლინდება”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მთავრობა გადააყენა. ამის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“.

სომხეთის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი სერჟ სარქისიანი, რომელიც აქამდე პრეზიდენტის პოსტს 10 წლის განმავლობაში იაკვებდა, გადადგა.

მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო და თავდაპირველად მომიტინგეები ითხოვდნენ, რომ არ აერ​ჩია პარლამენტს სარგისიანი პრემიერად. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანლად მაინც დანიშნა. ამის შემდეგ კი აქციები უკვე მისი გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.

ამ ხნის განმავლობაში სომხურმა პოლიციამ რამდენიმე ათეული მომიტინგე დააკავა. მათ შორის აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი. დღეს კი სარგისიანის გადადგომის ცნობამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანი გაათავისუფლეს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებს მხარი შეიარაღებული ძალების ნაწილმა დაუჭირა.

წყარო: sazogadoeba.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close