საზოგადოება

,,ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კისერზეა, მაგრამ ყველაფერი მიჩუმათდა”

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი:
_ ის, რომ “სითი პარკი” კომფორტს არ გვიქმნიდა, არც სიახლეებზე იყო ორიენტირებული და არც განვითარების გეგმა ჰქონდა, გასაგებია. მერის გადაწყვეტილებაც, დარწმუნებული ვარ ბევრს გაახარებდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად არის გამყარებული სამართლებრივად ხელშეკრულების გაწყვეტა. ხელშეკრულება ისე გაწყდა, რომ კონკრეტული სტრატეგიაც არ გვინახავს, როგორი იქნება პარკირება ხვალ. შემიძლია ვივარაუდო, რომ სამომავლოდ პარკირება ქალაქში ზონალური-გეოგრაფიული დაყოფის პრინციპით განხორციელდება, ანუ პარკირებისთვის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა საფასური დაწესდება და თან შესაძლოა, საათობრივადაც განისაზღვროს (არსებობდა ასეთი გეგმა).
 ამ სქემით წასვლა ნიშნავს პარკირების საფასურის გაზრდას. შეგიძლიათ დაივიწყოთ 50 ლარად მთელი წლის განმავლობაში “სადაც გინდა და რამდენი ხანიც გინდა” პარკირება. მიუღებლად მიმაჩნია პარკირების მენეჯმენტის გადაცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც თავად არის უმენეჯმენტო სტრუქტურა, ჩარჩენილი 50-60-იან წლებში. დღეს ეს კომპანია სრულიად გაცლილია თანამედროვე მიდგომებისგან. მეტროს თავზე ჩამონგრევაც ამ კომპანიის კისერზეა, თუმცა ყველაფერი მიჩუმათდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაჩნდა ეჭვი კომპანიაში კორუფციული გარიგებების არსებობის შესახებ, ამ თემამაც მიიძინა.
 ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია. “სითი პარკი გავაგდეთ და ავშენდით”, “ჩვენ მანქანებს ევაკუატორი აღარ გაიტაცებს”, “ჯარიმები აღარ იქნება” და ა.შ ძალიან ბავშვური მიდგომებია. ვითხოვთ, სამუშაო პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close