სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც ევროპაში წამყვან პოზიციებს იკავებენ. ორგანიზაცია ,,PMCG’’ – ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში ყველაზე მეტი ყავის იმპორტი ხორციელდება. იმპორტის მაჩვენებელმა 2013-2017 წლებში თითქმის, 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ყავის გარდა ლიდერობს; ხილი, კაკაოს მარცვალი, სოიო, თხილი, პალმისა და სოიოს ზეთები. სოიო, ეს ის პროდუქტია, რომლის წარმოებაც საქართველოშიც შესაძლებელია. მისი იმპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში 32 მილიარდ დოლარს შეადგინს. გამოქვეყნებული შედეგებიდან შეგვიძლია ვივარაუდით, რომ საქართველოს სიმინდისა და თამბაქოს ნედლეულის ექსპორტის პოტენციალიც აქვს.

კვლევის თანამად, ასევე წამყვან პოზიციებს იკავებს, ბოსტნეულის რამდენიმე სახეობა, თუმცა, დაბალია ბროკოლისა და სტაფილოს საექსპორტო პოტენციალი. მწარმოებელსა და ხარისხის ზრდის კვალდაკვალ შესაძლებელია ამ პროდუქტების იმპორტი სწორედ საქართველოდან მოხდეს.

ევროპის საექსპორტო პოტენციალს კარგად ხედავენ ქართველი ფერმერები, მათ თქმით საქართველოში ბროკოლი შედარებით ახალი პროდუქტია, შესაბამისად მისი მოყვანისა და მოვლის გამოცდილება არ არსებობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ, რომ მალე უფრო მეტი პროდუქტის იმპორტი განახორციელონ ევროკავშირში.

,, მეხილეობას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან საექსპორტო  ,,დრაივერს“, ამიტომ  ჩვენ, პროექტში დანერგილი წესის ფარგლებში ვაფინანებთ მრავალწლიან კულტურებს და გრანტის დახმარებით უკვე კარგ პოზიციებს ვიკავებთ”- აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქსტატის  ბოლო მონაცემებით 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა დაახლოებით 527 მილიონ დოლარს მიაღწია.

ელენე მეტრეველი

კომენტარები
Загрузка...