საზოგადოება

,,ექიმები, ექთნები უარს ვიტყვით ჩვენი მოვალეობის შესრულებაზე, თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების დარღვევების საკითხს”

,,ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს
❗️ დიდ მარკეტებში
❗️ უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე
❗️ ქუჩებში, პარკებში და სკვერებში
❗️ ეკლესიებში
❗️ ოჯახებში
❗️ “დაჩნიკებში”
ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები❗️

დაიმშვიდეს გულები……. აქაოდა გენეტიკა გვქონია რაღაც განსაკუთრებული! ანტისხეულები გვაქვს თურმე სისხლში! “მოხდილი” გვაქვს თურმე კორონა მთელ ერს.
ან აწი მოვიხდით უმტკივნეულოდ და არხეინად ტაშ-ფანდურაში!აცრილები ვართ თურმე ყველანი სსრკ-ში! მერე რა თუ მოხუცები დაიხოცებიან, მაინც იმ ქვეყნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისედაც გავიდოდნენ გაღმა! სამაგიეროდ მორწმუნეები ვართ დაცულები! ექიმები მაინც ყველაფერს გააკეთებენ, გმირები არიან გადაგვარჩენენ! რა ვუყოთ თუ დაავადდებიან, ეგ პროფესია ხომ თავად აირჩიეს, რა ჩვენი ბრალია თუ არ დაიცვეს თავი წესიერად! თუ ექიმები ვერა, ჩვენი “სიკეთეები” გადაგვარჩენს, ჩვენ ხომ ღვთივკურთხეული ერი ვართ…ჩვენ ხომ რჩეულები ვართ, ჯერ მარტო როგორი მრავალჟამიერი გვაქვს და როგორი სადღეგრძელოები ვიცით…..მაშ როგორ! აბა რაააა! კიიიიი კიიიიი! ამოვიდა ყელში ხვეწნა-მუდარა უკვე! ვერ გათენდა ჩვენს გონებაში ვერა!” წერს თინათინ გაბრიჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close