![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2022/04/JEJE.jpg)
ჯ ე ჯ ი ლ ი — ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების, მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის ლანგარზე წყალში დასველებულ ბამბას დებენ და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება. ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა.
წყარო: ფბ გვერდი ,,ტკბილ ხარ შენ უფალო”