,,ეს იქნება თქვენი დასამარების საქმე!” _ ზაზა ხატიაშვილი თადუმაძეს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს (ღია წერილი)

(ექსკლუზივი)
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ღია წერიულს სწერს და კონკრეტულ საქმეზე ურჩევს, კანონიერად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხატიაშვილი აპირებს, საქართველოს მთავარ პროკურორსა და პროკურორებს: ია ყიფიანს და ნაზი მირიანაშვილს სტრასბურგის სასამართლოში იჩივლოს.
,,ღია წერილი საქართველოს გენერალურ პროკურორს, ჩემი შეფასებით დიდი ფეოდალის მოურავს, შალვა თადუმაძეს!
არ მინდოდა წერილის მოწერა, ვინაიდან ვფიქრობდი, შინაარსს მაინც ვერ გაიგებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მოგწეროთ. ვინაიდან საქმეში ფიგურირებს ადვოკატის მორალური ტერორი, მხოლოდ იმიტომ, რომ ადვოკატი იცავს კლიენტს. საქართველოს ისტორიაში შედიხართ როგორც პროკურორი, რომლის გენერალური პროკურორობის დროს ადამიანს წაუყენეს ბრალი ოჯახურ ძალადობაზე, რომელიც ე.წ. დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა საქართველოში და იმყოფებოდა საბერძნეთში. ვინაიდან მოვითხოვე პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პასუხისგებაში მიცემა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, ამუშავდა პროკურატურის მთელი სისტემა, პროკურორ ნაზი მირიანაშვილის გადასარჩენად. შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების პროკურორი ია ყიფიანი (რომლის მსგავსი პროკურორების დასჯის აუცილებლობაზე პირადად მესაუბრებოდით), რომელსაც დაეწერა ცრუ დასმენის ფაქტზე ჩემი საჩივარი, პრკურორის წინააღმდეგ შემოტანილ საჩივარს აწერს გამოსაძიებლად პოლიციის გამომძიებელს, რაც ახალი მიგნებაა საქართველოს კანონმდებლობაში. აღნიშნულზე მოგმართეთ საჩივრით პროკურორ ია ყიფიანის დასჯის მოთხოვნით, მაგრამ არცერთ საჩივარზე პასუხს არ მცემთ, ვინაიდან, ხომ ვერ დამიწერთ, რომ ადამიანი ე.წ. დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო საქართველოში? მაშინ გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ მოგვცა ყალბი ცნობა. თქვენი უმოქმედობით ია ყიფიანს აძლევთ ლეგიტიამაციას უდანაშაულო ადამიანს წაუყენოს ახალი ბრალი, თავი რომ გადაირჩინოს. პროკურატურა ფიქრობს, სასამართლოს რიგითი მურუსიძე უდანაშაულო ადამიანს გაუშვებს წინასწარ პატიმრობაში და გადაარჩენთ პროკურორებს: ია ყიფიანს და ნაზი მირიანაშვილს, მაგრამ ცდებით, მოვა დრო და ყველა აგებთ პასუხს.
ჩემი აზრით, უვიცი პროკურორების უმოქმედობის გამო, რომლებმაც არ იციან ეფექტური გამოძიების წარმოება, მცირეწლოვან ბავშვებზე ხორციელდება ძალაოდობა მამის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. მცირეწლოვანი 6 და 7 წლის გოგონები, როდესაც იკითხებიან პოლიციაში პირველად, ამბობენ, რომ ძალიან უყვართ მამა, რომ მამა მათ ანებივრებს, ყიდულობს საჩუქრებს, ხოლო დედის მხრიდან, ჩვენების შეცვლის შემდეგ, მცირეწლოვანი ბავშვები ისევ მიჰყავთ პოლიციის განყოფილებაში ხელახალ გამოკითხაზე, რომელსაც ესწრება (სავარაუდოდ, ზეწოლის მოსახდენად )დედის ძმა, მაგრამ ბავშვები კვლავ ამბობენ, რომ ძალიან უყვართ მამა, რომ მამა მათ სულ ეფერებათ და ჩუქნის საჩუქრებს. შემდეგ ბავშვები მიჰყავთ მცხეთის პოლიციაში, სადაც ბავშვები მესამედ იკითხებიან, სადაც კვლავ ამბობენ, რომ ძალიან უყვართ მამა და რომ მამა მათ სულ ეფერებათ. ჩემი შეფასებით, ვინაიდან ვერ მიაღწია ბავშვების დედამ საწადელს, ბავშვების მეხუთე გამოკითხვაში ჩნდება ბავშვების განცხადება, სავარაუდოდ, დედის მხრიდან გავლენით და ცრუ მოგონებების შექმნით, რომ მამა სცემდა აუტისტური სპექტრის მქონე მათ ძმას ქმარით და უკვე ამ მიზნით ითხოვს დედა ყოფილი ქმრის დასჯას, რომელზეც პირველ ჩვენებებში ამტკიცებდა, რომ იყო კარგი მამა.
აღნიშნული საქმე მიმდინარეობს ერთ წელზე მეტია. ერთი წელია, რაც ეს ადამაინები ერთმანეთს აღარ ხვდებიან, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, ცოლმა ხუთჯერ არსებითად შეცვალა ჩვენება. ჩემი შეფასებით, უვიცმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა, იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოიძიონ, სიტყვაზე „ენდობიან „ სავარაუდო დამნაშავეს, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანი მისცეს პასუხისგებაში.
უდიპლომო გენერალური პროკურორის ქვეყანაში, სადაც მოშლილია ეფექტური გამოძიების ცნება, ისარგებლა (ჩემი შეფასებით) მოცემულ საქმეში ფაქტების დამმახინჯებელმა ჟურანალისტმა გიორგი გაბუნიამ. უკვე ახალი ტელევიზიის – „მთავარი“-ის ეთერიდან კვირის გადაცემაში გაბუნია აკეთებს დახლოებით 8 წუთიან გადაცემას, რომ მამა სცემდა აუტისტური სპექტრით დაავადებულ ბავშვს და ამას აცხადებს როგორც დადასტურებულ ფაქტს. პროკურატურაში ვერ ნახეთ ერთი პროკურორიც კი, ვინც გასცემდა პასუხს გიორგი გაბუნიას.. პროკურორებს ჟურნალისტი გეძახით უტვინოებს, გენერალურმა პროკურატურამ არ გააკეთა განცხადება, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე, არ გამოიტანა სააშკაროზე პოლიციის დაწესებულებებში მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მამა არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე. გიორგი გაბუნიამ, რომელიც, ჩემი აზრით, არის ძალიან მიკერძოებული მოცემული სიუჟეტიში, სავარუდოდ, ბავშვებზე ძალადობის შედეგად მიღებული ჩვენება გახადა საზოგადოების განსჯის საგანი. ჩემი შეფასებით, გიორგი გაბუნიას განცხადება, რომ მამა სცემდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის კლაისკური მაგალითი,რომელზეც აუცილებლად იმსჯელებს ეთიკის საბჭო. მალე შევა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში თქვენზე, ია ყიფიანზე და ნაზი მირიანაშვილზე, სადაც თქვენგან განსხვავებით, ყველაზე ბევრი საქმე მაქვს მოგებული.
16 ოქტომბერს მცხეთის სასამართლოში გამოიკითხა ფსიქოლოგი, რომელიც ესწრებოდა 6 და 7 წლის ბავშვების გამოკითხვას ,რომლზეც აპელირებდა გიორგი გაბუნია. ფსიქოლოგმა ჩემს კითხვაზე: ,,მამის მხრიდან მათი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალაობაზე ხომ არ გესაუბრნენ ბავშვები?”- მიპასუხა, რომ ბავშვებს ენატრებათ მამა ,რომელიც მათ უვლიდათ, ბანდათ , ეთამაშებოდათ , ანებივრებდათ და არ ყოფილა მამის მხრიდან ბავშვების მიმართ შეურაცხყოფის არცერთი ფაქტი. პოლიციშაი მიცემული ბავშვების ჩვენება,რომლებიც გამოიკითხნენ ცალკ-ცალკე, იყო თითქმის სიტყვა-სიტყვით იდენტური, დაახლოებით 20 სიტყვას 6 წლის და 7 წლის ბავშვები იმეორებდნენ იდენტურად. ფსიქოლოგმა, რომელიც ესწრებოდა ბავშვების ჩვენებას განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ შეიძლება მოხდეს, რაც ჩემი აზრით ადასტურებს ბავშვებზე განხორცილელებულ ძალადობას.
16 ოქტომბერს, ფსიქოლოგის გამოკითხვის დროს, ნათელი გახდა,რომ პროკურატურას უნდა დაეწყო სისიხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენის და ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ფსიქოლოგის სასამართლო ჩვნებამ ისე შეაშფოთა პროკურატურა, რომ ჩავარდა გამოუვალ მდგომარეეობაში. ველოდებოდი გამოძიებაში ვიზიტს, მაგრამ ამ დროს გადის კვირას გიორგი გაბუნიას სიუჟტი,რომელიც ამტკიცებს, რომ მამა სცემდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს. გიორგი გაბუნიას გადაცემა საეჭვოდ დაემთხვა პროკურატურის პოზიციას, რომელიც ცდილობს, დაიცვას პროკურორი ნაზი მირიანაშვილი და ია ყიფიანი.
პროკურატურამ დაიწყო, ჩემის აზრით, ადვოკატებთან ბინძური თამაში, რაც არ შეგრჩებათ. ვინაიდან ადვოკატები ვერ გაგვაჩერეთ, მოხდა უბინძურესი ფსიქოლოგიური ტერორი ადვოკატზე . 2019 წლის 15 ოქტომბერს სოციალური სამსახურის თამანშრომელმა დარეკა საქმის ადვოკატთან და ახალი ისტორია გვამცნო, თითქოს ბავშვები ამბობენ, რომ მამაკაცი (რომელსაც მოძალადის მანტია შემოსა გიორგი გაბუნიამ), ეუბნება ბავშვებს, რომ მისი ადვოკატი ქალბატონი არის მისი შეყვარებული და ბავშვებს არ უნდათ, მასთან ერთად შეხვდნენ მამას. ადვოკატი გახდა ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ცუდად, მოგვიხდა მის სავადმყოფოში გადაყვანა, ვინაიდან ზემოთაღნიშნული მამაკაცი არის ადვოკატის ბავშვის ნათლია და ეს მოგეხსენებათ საქართველოში არის უახლოესი ნათესავობა. ეს იგივეა, ძმას რომ დააბრალო დასთან სიყვარული. დღეს ადვოკატმა მოგმართათ აღნიშნული ფაქტის გამოძიებით, თუ პროკურატურა არ ხართ გარეული ამ სიბინძურეში, პასუხი აგებინეთ სისხლის სამართლის დამანაშავეს.
ჩვენ სასამართლოდან ამოვიღებთ ფსიქოლოგის გამოკითხვის ოქმს სასამართლოს ღია სხდომაზე და გიორგი გაბუნიას მოუწევს თვისი მიკერძოებული სიუჟეტის უარყოფა. პროკურატურაში ვინმე რომ აზროვნებდეს უკვე ამოღებული უნდა გქონდეთ, 16 ოქტომბერს, მცხეთის სასამართლოში ფსიქოლოგის სასამართლო ჩვენების ვიდეო და აუდიო ოქმი და უნდა გაგეკეთებინათ განცხადება გიორგი გაბუანიას მიკერძოებულ გადაცემაზე , ვინაიდან გადაცემაში გეძახიან უტვინოებს. პროკურატურამ ეფექტური გამოძიების ფარგლებში უნდა დაადგინოს, დედა ახდენს თუ არა ზეწოლას ბავშვებზე, როგორც მცირეწლოვან მოწმეებზე , იყენებს თუ არა ბავშვებს და განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ადამიანი, რომელიც მთელი წლის მანძილზე იძლევა სხვა და სხვა ჩვენებებს და ბავშვებიც ფეხდაფეხ, სავარაუდოდოდ, მისი მითითებით ცვლიან ჩვენებას, უნდა გაგერკვიათ მისი საპროცესო ქმედუნარიანობა.
მოგმართავთ ღია წერილით, ჩამოაშორეთ ამ საქმეს მიკერძოებული პრკურორო ია ყიფიანი, მოძებნეთ პროკურატურაში ერთი ნორმალური პროკურორი, რომელსაც შეუძლია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ,შექმენით პრეცედენტი იმისა, რომ არც მამას და არც დედას არ ჰქონდეთ ილუზია, რომ მცირეწლოვან ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა მათ შერჩებათ პროკურატურის უუნარობის გამო. შექმენით პრეცედენტი, რომ თუ უდანაშაულო ხარ, კანონი შენ დაგიცავს, თუ დამნაშავე ხარ, კანონით შენ დაისჯები, ვინც არ უნდა იყო, ქალი , მამაკაცი , ქართველი ,ბერძენი და ა.შ .
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოექციეთ კანონის ფარგლებში , გამოდით სამართლებრივი ნოკაუტიდან, საქმეს მიეცით შესაბამისი მიმართულება , ვინაიდან აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ საქართველოში , სტრასბურგის ადამაინის უფლებათა დაცვის სასამართლოში და ეს საქმე იქნება თქვენი სამართლებრივი დასამარების საქმე”_ წერს ზაზა ხატიაშვილი.