საზოგადოება

,,ეს გამყიდველი ნეოორჯონიკიძეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ჩუქება რომ მოასწრონ ალიევის რეჟიმზე”

,,ეს გამყიდველი ნეოორჯონიკიძეები. ყველაფერს აკეთებენ რათა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ჩუქება მოასწრონ ალიევის რეჟიმზე, რომ მერე ფაქტის წინაშე დაგვაყენონ, რა ვქნათ, ბატონო, არ დაელოდნენ კომისიის გადაწყვეტილებებს და მანამდე დაიკავესო” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

საქმე იმაშია, რომ დღეს, საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. დარსალიამ მონასტერთან დაკავშირებით გამართულ და დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ორმხრივი კომისია რამდენიმეჯერ უკვე შეიკრიბა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მომდევნო შეხვედრები კი 19-23 აგვისტოს შედგება. მათ შორის კომისიის წევრები და ექსპერტები ადგილზე დაათვალიერებენ სადაო ტერიტორიებს. დიპლომატის თქმით, სასაზღვრო მონაკვეთში მოხმდარი ინციდენტის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანული მხარის, ასევე ქართული მხარის მიერაც, გაიზარდა მესაზღვრეების რაოდენობა. დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა კეთილმეზობლური ურთიერთობები გაგრძელდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close