საზოგადოება

,, ეს არის ქვეყანა, რომლის ორმილიონამდე შვილიც იძულებით გააგდეს ქვეყნიდან და ემიგრანტი გახადეს”

ლაურა ნიჟარაძე, “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის გენერალური დირექტორი:

_ რა გითხრათ ,რით გაგახაროთ…სწორედ ასეა ჩვენს ქვეყანაში, ვერაფრით გაგახარებთ.ერთის მხრივ არსებობენ პოლიტიკური მაფიის წარმომადგენლები და პარლამენტარები ფუფუნებით განებივრებულები, ყველა ამქვეყნიური მაამებლური კეთილდღეობით და მეორეს მხრივ დაბეჩავებული საზოგადოება, რომელიც მშიერი ძაღლივით მისჩერებია ნებსით თუ უნებლიეთ მათზე ძალაუფლებრივად ქცეულ მეპატრონეს, რომელსაც “ხელისუფლება” ჰქვია. ელოდება, როდის იქნება მისი “პატრონის”კეთილი ნება, რომ წყალობა გაიღოს და დამშეულ ხალხს ლუკმა გადაუგდოს. შეურაცხმყოფელია ხომ ასეთი აღწერა??კი, აი, სწორედ ასეა დღეს იმ ქვეყანაში, რომლის შვილებიც ორმილიონამდე იძულებით გაყარეს ქვეყნიდან, საკუთარი კერიდან და გახადეს ემიგრანტი. ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთიდან ეს ფაქტია უცხო ქვეყანაა და არ დაგვინდო, მაგრამ სხვა ტერიტორიების ოკუპირება და უზურპრაცია “ხელისუფლება”რომ ჰქვია იმათმა მოახდინეს და დევნილებად ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში,ამიტომაც უშველა თავს ორმილიონამდე ქართველმა ემიგრაციაში წასვლით,იქ დაცულია მათი შრომის უფლება ღირსეული ანაზღაურებით.ტრაგიკულია ეს ყველაფერი…ძალიან ტრაგიკული….რა გითხრათ,რით გაგახაროთ…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close