საზოგადოება

,,ეს არის მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდისტული სვლა და ისტორიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა”

,,ამ წესის დამრღვევი ადამიანი არის არა ისტორიკოსი, ან თუნდაც პედაგოგი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი"

იმ ფაქტმა, რომ განათლების სამინისტრომ, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის, როგორც მეცენატის ისტორია შეიტანა, საზოგადოებაში დიდი პოლემიკა დაწყებული. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები და მითითებები, როგორ უნდა ემოქმედ განათლების სისტემას. ამ ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

,,ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა ის გახლავთ, რომ მიმდინარე მოვლენებსა და მოქმედ პოლიტიკოსებზე მასში მოცემული უნდა იყოს მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია, შეფასებითი ნაწილის გარეშე.

მიზეზი მარტივია – მიმდინარე პროცესს საზოგადოება განსხვავებულად, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავად აფასებს და ეს ბუნებრივია.
შესაბამისად, შეფასებითი ნაწილი უნდა აღვიქვათ, როგორც მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდისტული სვლა და ისტორიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.
შეფასებითი ნაწილი ისტორიაში ჩნდება მხოლოდ შესაბამისი ისტორიული ციკლის დასრულების და მოქმედი პირების თამაშიდან გასვლის შემდეგ.
ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს, არის არა ისტორიკოსი, ან თუნდაც პედაგოგი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი” _ აცხადებს გია ხუხაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close