,,ეს არის ინიციატივა, რომელიც მოგვიტანს ახალ სამუშაო ადგილებს”
ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე დადებითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერგაჟღერებულ ინიციატივას. გოჩა ენუქიძის თქმით, დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება იქნება გარანტი იმისა, რომაღნიშნული ბიზნესები ხვალ თვითონ შეძლებენ სახელმწიფოს დახმარებას.
„ბიზნესისთვის იმ მასშტაბური რეფორმის დაწყებას, რომელიც გულისხმობს სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობას და დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანიგანაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას, არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ეს არის გარანტიიმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას. ეს არის ინიციატივა, რომელიც მოგვიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდისმცირე და საშუალო ბიზნესის წილს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკას“ – განაცხადა „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ ფრაქციისთავმჯდომარემ.