ვიდეო

,,ეს არარაობა, ვინმე ზარქუა, მშობლიურ სახლს რომ წამოგაყვედრის…”_ ,,ზარქუას სიდედრს მერიამ 700 000 ლარიანი მიწა 1 ლარად მიჰყიდა”

,,ახლა ეს წმინდა ბიძანას სკოლა დამთავრებული არარაობა, ვინმე ზარქუა, მშობლიურ სახლს რომ წამოგაყვედრის, მისგან რაღა შეიძლება გამოვიდეს იმაზე მეტი, რაც ამ სიუჟეტშია ასახული” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, თუ როგორ მიჰყიდა მერიამ საკრებულოს დეპუტატ ზარქუას სიდედრს 1 ლარად მიჰყიდა 700 000 ლარიანი ქონება (მიწა) მიჰყიდა.  საუბარია დიღომში, სავაჭრო ცენტრების ადგილზე მდებარე საინვესტიციო ფართზე. ამის გამო, ოპოზიციამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ,,გაბედეს” წევრები ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას მიადგნენ. დეპუტატმა  კი ,,გაბედეს” ლიდერს, ბექა ნათელაშვილს მიმართა, რომ გაებედა და მამისთვის ეკითხა, საიდან ჰქონდა მას ორსართულიანი სახლი. ზარქუას ამ გამოხდომას ბექა ნათელაშვილის მამამ, შალვა ნათელაშვილმა უპასუხა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნათელაშვილების ერთადერთი სახლი, რომელიც ზარქუამ  ახსენა, მამა-პაპისაა და მითთვის არავის უჩუქებია.

 

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close