საზოგადოება

ეს ადამიანები შეუერთდებიან უმუშევართა მრავალათასიან არმიას! _ ,,ამას უწოდებენ მოდერნიზაციას”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიმართვას ავრცელებს:

–  საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ქალაქ თბილისის მერმა შესაძლებელია, თბილისის ბიბლიოთეკების ქსელი გაუქმოს და მის მიგივრად შექმნას ახალი ქსელი ან შეუერთოს მედიათეკებს. ისინი, ამას უწოდებენ მოდერნიზაციას. არადა, ამის უფლება არ აქვთ, რადგან ბიბლიოთეკები არის სიპ – სამართლის იურიდიული პირი და არ ეკუთვნის თბილისის მერიას. ზოგადად, უნდათ ბიბლიოთეკების შემცირება და ქალაქში, სავარაუდოდ, ათი ბიბლიოთეკის დატოვება. ახალი რეგულაციით, სამსახურში აიყვანენ ვინც გამოცდას ტესტირების მეთოდით ჩააბარებს.

თბილისის ბიბლიოთეკებს ჰყავს 360 თანამშრომელი, ანუ უმრავლესობა უსამსახუროდ დარჩება. ბიბლიოთეკარის ხელფასი კი არის  მინიმალური, დაახლოებით 200-250 ლარი.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მათ ჩაუტარებენ ტრენინგებს, თუმცა არავინ იცის, რა პროგრამით, საბოლოოდ მერია რამდენ საშტატო ერთეულს დატოვებს 10 ბიბლიოთეკა და ა.შ. ალბათ თითოში დაახლოებით 10 თანამშრომელი ანუ 100 თანამშრომელი სულ. ფაქტიურად, 260 ადამიანი უმუშევარი დარჩება. და ეს ადამიანები შეუერთდებიან საქართველოში უმუშევართა მრავალათასიან არმიას, რომელზეც ხელისუფლება არ ფიქრობს, ხოლო თბილისის მერია ამასთანავე არ ითვალისწინებს იმას, რომ ბიბლიოთეკების შემცირება ნეგატიურ გავლენას მოახდენს თავად ახაგაზრდობის განათლებასა და ცნობიერებაზე. საინტერესოა, ვის სჭირდება ან ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამგვარი გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილების მიღება? მითუმეტეს, თბილისში ზოგი ბიბლიოთეკა ისტორიულია, მაგალითად, მთავარი ბიბლიოთეკა დაარსებულია ძმები ზუბალაშვილების მიერ (ტოვსტონოგოვის ქ. # 2).

მთელ მსოფლიოში ბიბლიოთეკებს ავითარებენ, საქართველოში კი აუქმებენ. მივმართავ ხელისუფლებას, ნუ დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close