საზოგადოება

ესტონეთში შავი წვიმა მოვიდა

ესტონეთში იარვამაას, იეგევამაას და ტარტუმაას რეგიონში შავი წვმია მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Delfi.ee ავრცელებს.

აღნიშნავენ, რომ წვიმამ მიწაზე ნაცრისფერი ქაფები დატოვა. “ჩვენ თანამგზავრიდან გამოგზავნილი ფოტოები მივიღეთ ფინეთის მეტეოსამსახურისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პორტუგალიაში მომხდარი ხანძრის კვამლი და საჰარის უდაბნოს მტვერი, ესტონეთში მოგროვდა “, – აცხადებს სინოპტიკოსი ტაიმი პალიაკი.

პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 40-ს გადააჭარბა. შაბათის შემდეგ ქვეყანაში ხანძრის 500 კერა დაფიქსირდა. მათგან 50 ამ დრომდე აქტიურია. სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია 12 საავტომობილო გზა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close