პოლიტიკა

,,ერის გადასარჩენად ცაა გახსნილი, არადა, რა მარტო ვიყავი, როცა ივანიშვილი მოდიოდა მესიად”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ ვუყურებ ახლა ანთებულ ხალხს რუსთაველზე და ვფიქრობ,რა მარტო ვიყავი 2011-12 წლებში როცა ივანიშვილი მოდიოდა მესიად. და შემდეგაც, როცა ხალხს ვუწოდე ივანიშვილის ფულზე აცუნდრუკებული ერი, ხომ საერთოდ მომიძულეს, აჯანყება შიგნით პარტიაში, ბიძინასგან ნაყიდი ჩემები რომ მეგონა მათი. რაღა შორს წავიდე და ნათესავ-ბიძაშვილებმა დამკარგეს, როგორც უპერსპექტივო. რაღა არ გავხდი, ნაცებთან შეკრული, მევახშე, ქვეყნის მტერი, მასხარა, ზოგს ვებრალებოდი, მომხრეებს რცხვენოდათ ხმამაღა მხარდაჭერა. დღეს საქართველო კი არა, უკვე მთელი მსოფლიო იმას ლაპარაკობს, რის გამოც მე და ჩემმა ოჯახმა ბართლომესა და გავრილოვის ღამეები გავატარეთ წლები. მიხარია, რა თქმა უნდა, ერის გადასარჩენად ცაა გახსნილი, მაგრამ, მაგრამ გულზე მიყენებულ იარებს უსამართლოს და ბოროტულს ვეღარაფერი გაამთელებს, ისე დავტოვებ ამ ქვეყანას. თუმცა ამ ტკივილებს ღმერთთან წავიღებ და ის მომიშუშებს.

Related Articles

Back to top button
Close