საზოგადოება

,,ერთი ჩამახედა იმ ,,ავადმყოფი“ პროკურორის ტვინში, რომელსაც ადვოკატებისთვის ბრალის წაყენება აზრად მოუვიდა”

 ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი:

_ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც მიმდინარეობდა ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნა. დაცვის ინსტიტუტის განადგურება იყო სააკაშვილის რეჟიმის ძირითადი მიზანი. ვინაიდან დღეს, გვყავს ხელსუფლებაში ნაციონალური მოძრაობა კვადრატში, დაიწყეს ადვოკატების დაბარება და ითხოვენ ადვოკატისგან კლიენტის მიერ მოტანილი ინფორმაციის ან წარმოდგენილი დოკუმენტის გადამოწმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან სამ ქალბატონ ადვოკატს ბრალის წაყენებით.

 მაინტერესებს, ჩამახედა იმ “ ავადმყოფი“ პროკურორის ტვინში ვისაც ეს აზრი მოუვიდა თავში. დღეს, ჩავატარეთ პრესკონფერენცია, თუ უგუნური პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ მოვიდა გონს, მაშინ საჭიროა, შევიკრიბოდ და დავგეგმოთ მომდევნო ნაბიჯები. ძალა ერთობაშია! კოლეგებო! სიცოცხლის რისკის ფასად შევძელი ადვოკატთა კორპუსის დაცვა. მე,ზაზა ხატიაშვილი პირადად არ დაუშვებ ამ ქვეყანაში უკანონოდ ერთ ადვოკატს ოდესმე ჩამოუვარდეს თმის ღერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close