ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ,,ერთი და იგივე პოლიტიკოსები” რომ მოსწყინდა ხალხს და შეფარული ტექსტებით_ ,,ახალი სახეების მოსვლაში” საკუთარ თავს რომ გულიხმობენ…
აი, იმ ხალხს ვეკითხები: გამოცდილ ქირურგს დაუწვებით საოპერაციოდ, თუ ვეტექიმს?!
ბიძინათქვენი ახალი სახე და არაპოლიტიკოსი არ იყო, იმ ახალი სახეებიანად, დღეს რომ გვერდით უდგას, ძაან გამოგადგათ, ჰო?!
პოლიტიკოსი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, გამოცდილებაზეა დამყარებული! თუ თაღლითებს და უმაქნისებს გულისხმობთ, სწორედ არაპოლიტიკოსი ბიძინათქვენი და მისი ,,არაპოლიტიკოსი ახალი სახეები” აღმოჩნდნენ მანდ.
არაპოლიტიკოსი კი არა, ,,დამჯდარი”, გამოცდილი, კარგი პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას მმართველად, ისე, როგორც ცივილიზირებულ, ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ წესიერი! სახლი რომ არ გამოუვსია ხალხის ნაცოდვილარი ფულით, ისეთი, თორემ შეუმცდარი ვინცაა, იმან ისროლოს პირველმა ქვა!
ნუ წაიღეთ რა ტვინი რაღაც ,,იდეინნი,” პოპულისტური ექსპერიმენტებით!
თუ მაინცდამაინც არ იცით ,,იდეებ რა ვუყოთ” და ახალი ველოსიპედის გამოგონება გინდათ, ახალი გამოიგონეთ, თორემ ,,არაპოლიტიკოსი და ახალი სახეები” უკვე აირჩიეთ 2012 ში და გყავთ ხელისუფლებაში.

კომენტარები