საზოგადოება

ემზარ კვიციანი: ვფიქრობ, 14 -ში შეიქმნება ნამდვილი ქართული იმუნიტეტი!

,,მეგობრებო, ყველანი ერთად ვჭირდებით სამშობლოს!!!
აჭარა სახიფათოა, რუსული მხარე იმიტომ მოიწევს ავტობანისკენ, როდესაც თურქი შემოვა აჭარაში, ყარსის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროვოკაციით, გადაკეტავენ გზას და დამხმარე ძალა ვერ წავა დასახმარებლად აღმოსავლეთიდან. გაიხსენეთ ედიკას სიტყვები: საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას გაყოფილი აქვსო. ეხლა გაიხსენეთ კოდორის ჩაბარებაში ამერიკელებისა და გაეროს დამსახურება ანუ რუსეთს თავისი წილი მისცეს – აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეხლა ჯერი აჭარაზეა და რუსეთი აუცილებლად მიეხმარება, ვალდებულია და იმიტომ.

 ფასიან ქაღალდებში მოტყუებული ხალხი 42 000, მეანაბრეები, ბანკების და მევახშეების მიერ გაუბედურებული ხალხი პლუს ჩვენ, რეპრესირებულნი და სამართლიანობის აღდგენის მსურველნი. ვფიქრობ, 14 -ში შეიქმნება ნამდვილი ქართული იმუნიტეტი !  რუსთვი -2 ის საკითხი გადასაწყვეტია. როდემდე უნდა ვითმინოთ მათი ღალატი და ცილისწამება!? და ასევე, იმ ჟურნალისტების, რომლებიც მთელი ეს ბოლო 18 წელი უცხო ქვეყნების სპეცებს ემსახურებიან. უნდა გადავწყვიტოთ და მოვაკეტინოთ სამუდამოდ! უნდა ვისწავლოთ მტრის მტკივნეული ადგილები და იქ დარტყმა, შედეგს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ! სუსის ეროვნულ მხარეს მოგიწოდებთ, გვერდში დაუდგეთ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი თქვენ დაგიდგებათ გვერდში, ეს ყველასთვის იქნება სასარგებლო! დიდება ღმერთს!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close