პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი გიორგი მარგველაშვილს მადლობის უხდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას. წერილის ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გულითად მადლობას მოგახსენებთ ამა წლის 7 მაისით დათარიღებული წერილისთვის, რომლითაც წარმატება მისურვეთ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემს არჩევასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის.

როგორც თქვენ აღნიშნავთ, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს, რომლებიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რასაც ადასტურებს, თუნდაც, უმაღლესი დონის შეხვედრების სიხშირე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლები საშუალებას მოგვცემენ, უფრო გავაღრმაოთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა სფეროში.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობაში და ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას, მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ.

გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close