,,როგორც ცნობილია, მმართველ რეჟიმს განზრახული აქვს ევრომოსამართლედ მიავლინოს საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის დროს არაერთხელ გაამრუდა ქვეყნის ბედ-იღბალი, რისთვისაც ის ელჩობის ნაცვლად ციხეში უნდა იჯდეს.
ამ ბატონმა 1999 წელს დააკანონა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც პარლამენტი დააკომპლექტა შევარდნაძე-აბაშიძე-თოფაძის დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ხოლო გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია გამოგდებული იქნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოდან.
2003 წელს, ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობით უზენაესმა სასამართლომ შეასრულა რა “ვარდების რევოლუციის” მთავარი დამფინანსებლის, ივანიშვილის შეკვეთა დაითხოვა 5 პარტიისგან შექმნილი პარლამენტი, მათ შორის ლეიბორისტული პარტია 25 კაციანი უზარმაზარი ფრაქციით, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყნას მართავს ერთპარტიული და ერთპიროვნული რეჟიმი.
ყველაფერი ეს ნიურნბერგის ტრიბუნალს ეყოფოდა საქმის განხილვაში მისაღებად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ პიროვნებამ არ მიიღოს პოსტი, რომელიც იქნება ევროპის სირცხვილი” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები