ჯანდაცვა

,,ეკლესიამ რომ უთხრას მრევლს-აიცერითო და ამას გართულებები მოჰყვეს, მერე რას იზამთ?”

,,საპატრიარქოს დააკისრებთ პასუხისმგებლობას, არა?"

,,ვაი და ვუი ბატონო ჩემო.
უკვე 18- მა ქვეყანამ შეაჩერა „ასტრაზენეკათი“ აცრა და იმის სინდისიც არ გყოფნით, რომ ორი კვირა მოითმინოთ-გამოძიება დამთავრდეს და მიზეზები გაირკვეს.
ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი და არა ლაბორატორიის ვირთხებზე (მათი კვლევის სტადიაზე კი ვართ.)
სხვათაშორის წმინდა სინოდის დასმულ კითხვებზე დღემდე არ გიპასუხიათ-მრევლი ამ პასუხებს ველოდებით.
და კიდევ-ეკლესიამ რომ უთხრას მრევლს-აიცერითო და ამას გართულებები მოჰყვეს, მერე რას იზამთ-საპატრიარქოს დააკისრებთ პასუხისმგებლობას არა?
ისე, ეკლესია რამ გაგახსენათ შარშანდელი აღდგომის შემდეგ-პოლიცია რომ ჩაგვიყენეთ ტაძრებში.
არასოდეს თქვა-არასოდესო” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ექიმი ნონა აღდგომელაშვილი.
ასეთი კომენტარი კი გამყრელიძის ვიდეოჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც სინოდს ვაქცინაციის პროცესის დროს დახმარებას სთხოვს.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close