მსოფლიო
ეკვადორის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ბაია დე კარაკესთან დაფიქსირდა.
ამ დრომდე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.