საზოგადოება

ეკა ხოფერია: ბაღში მთავარი აღმზრდელია…

,,ჩვენ დილით ვდგებით, ემზადებიან ბავშვები, მიდიან ბაღებში, სკოლებში, ჩვენ-სამსახურებში, ჩვენს საქმეებზე. როგორი ყურადღებით და გამოკითხვებით ვარჩევთ ბაღს, სკოლას. ზოგჯერ არც გაქვს შესაბამისი თანხა, მაგრამ იკლებ და ატარებ ე.წ . ძვირიანში, კერძოში. ეგ შეცდომაა, მეც გამომივლია. მთავარი( პირობებზე, ადგილმდებარეობაზე, აბა ინგლისურს თუ ასწავლიან, აბა ცეკვა თუ არის..) ადამიანები არიან, ისინი, ვინც იქ მუშაობენ. მე დამყავდა იკა ” ბაგა-ბაღი წიგნიერი” ერქვა, აღარ არის ის ბაღი სამწუხაროდ. ისეთი გარემო და ისეთი აღმზრდელები უკლებლივ ყველა ჯგუფში იქ რომ მუშაობდნენ, იშვიათია. ჩემი მეგობარი, თაკო ჩხეიძე, მსჯელობს ფბ ნაცნობ/მეგობრებთან ერთად თემაზე: დაცული უნდა იყოს თუ არა ეს დაწესებულებები, უნდა ჰქონდეს თუ არა გისოსები ფანჯრებს და ასე შემდეგ. ზოგი აწერს მანიფესტს ხელს, ზოგი/ არა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ასე ციხესაც შეიძლება დაემსგავსოს ბაღი…

მე ვფიქრობ ამოსავალი წერტილი აღმზრდელია და , ცხადია, 40 ბავშვზე 1 ან თუნდაც 2, ცოტაა. რას ფიქრობთ თქვენ? როგორ არჩევთ ბაღს, სკოლას? დაცულია უსაფრთხოება? რომელს გაუწევდით რეკომენდაციას? ამ გვერდს ძალიან ბევრი კითხულობს, ამდენად ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია და ვიმსჯელოთ აბა” _ წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანი ეკა ხოფერია.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close