საზოგადოება

,,ეკა, რამ შეგაჯავრა შენი ერი?” _ შალვა ნათელაშვილი ეკა კვესიტაძეს

,,მასმედიაში რაღაც საეჭვო, პროთურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი"

ახლა ,,მთავარზე” ვუსმენ ეკა კვესიტაძეს, რომელიც იმპერატიულად აცხადებს, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ–აზერბაიჯანზე იტყვის რომ მათ ტაო–კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს, რუსეთის აგენტია.

ეკა ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის, მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ,მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად. დიახ, თურქეთიც და ალიევიც ისეთივე ოკუპანტებია ჩვენთვის, როგორც რუსეთი და სამივე ეშმაკს წაუღია ამგვარად მოაზროვნეებთან ერთად თუ ჩვენი სისხლის წოვას გააგრძელებენ. ისე განსაკუთრებით ბოლო დღეებია ე.წ ლიბერალურ მასმედიაში რაღაც საეჭვო პრო–თურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი. ხომ არავის გონია, რომ ახლა ნატოს მაგივრად საქართველოს —–ახალ თურქულ,ირანულ,რუსულ,აზერულ,სომხურ ერდოღანისგან დაანონსებულ ექვსეულში შეიყვანენ? მანამ არაფერი გეტკინოთ. ამას ქართველი ერი იმედია არ დაუშვებს.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close