,,ეე, რა სუპერხუმარაა… როგორ სასიამოვნოდ ხვითხვითებს”
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,,ეე, რა სუპერხუმარაა ჩვენი სუპერგაუნათლებელი მერი-შტერი
და საკრებულოს უმრავლესობა, როგორ სასიამოვნოდ ხვითხვითებს და ხელებს იტყავებს ტაშით.
ps ეგ ხაბეიშვილი იქნება, შენ კორუფციულ სქემებს რო გამოგიდებს ყოველ მოსახვევში და საცა წაიფორხილებ, მაგისას იგრძნობ უკნიდან, კალя”
შეგახსენებთ, რომ „ნაძვის ხეზე შენთვის ერთი ადგილი შევინახე, პარლამენტის მხრიდან,“- ეს განცხადება კახა კალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მისამართით გააკეთა. ხაბეიშვილმა უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა და დარბაზში მცირე ზომის პლაკატი წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ბენეფიციარი 1.13 ლარს იღებს მაშინ, როცა ჩინოვნიკების ხელფასი 8000 ლარია.
დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ განცხადებები გააკეთა.
„არ გაგიტარებთ არცერთ ტყუილს. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას და ყველაფერს, დასრულდა,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის განხილვას ესწრება. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტის ოპოზიცია მხარს არ უჭერს.