საზოგადოება

“მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ…”

“მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ და უბრალოდ ეტყობა, სახელი და გვარი აინტერესებს ვიღაცას და ატრიალებს.

უცნაური სახელია ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია. რატომ აღმოჩნდა უკრაინაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი თემის გამოყენება პროვოკაციისთვის ამ მოძრაობის წინააღმდეგ, რაც სცადა უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ, არ გამოვა იმიტომ, რომ მეგისი თუ სხვები და ვიღაცები ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი ეს არის ჩვენი ხალხი.

რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, იმედია ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  კიევში საპროტესტო აქციაზე.

 

მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა ღირსების ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.

ბოლო ინფორმაციით, მეგის ქარდავა ივანო-ფრანკოვსკიდან კიევში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში 1 ნოემბერს დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების სისხლის სამართლის ხუთი საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმეები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close