,,დღეს ყიზილბაში ჩვენი მთვარობაა”_ შალვა ნათელაშვილის შეხვედრა ,,ელმავალმშენებლის” თანამშრომლებთან
შალვა ნათელაშვილმა, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ამომრჩეველთან შეხვედრა ,,ელმავამშენებლებთან“ შეხვედრით დაიწყო.
შალვა ნათელაშვილი:
_ დღეს დავიწყე შეხვედრები, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სახელოვანი ,,ელმავალმშენებლის“ თანამშრომლებთან. დღეს დიდგორობაა და დღეს ჩვენი დიდგორი გვაქვს _ მრეწველობის და ეკონომიკის აღდგენის. დღეს ყიზილბაში თავად ჩვენი მთვარობაა, რომელიც შეგვპირდა 150 ფაბრიკა-ქარხნის გახსნას და ისტორიული ელმავალმშენებელი ქარხანა გააჩერა, უფუნქციოდ დატოვა. ეს არის საწარმო, რომლის გამოშვებული 4500 ელმავალს მილიონობით მგზავრი გადაჰყავს ვიეტნამიდან ფინეთამდე. თუ რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ არის ჩვენი ლიტერატურული პასპორტი მსოფლიოში, ჩვენი სამრეწველო პასპორტი ,,ელმავალმშენებელია“ და ეს ხალხი, რომლებმაც საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიოში და ეს ხალხი დღეს უმუშევრადაა დატოვებული, ნაცვლად იმისა, რომ 150 ფაბრიკა-ქარხანა ამუშავებულიყო, რასაც დაგვპირდა ოლიგარქი.
მოვუწოდებ ივანიშვილს, მამაცაშვილს, კალაძეს და მთელ ამ კამარელიას, ამოიგდეთ თავიდან ამ ისტორიული საწარმოს გაყიდვაზე ფიქრი, აღადგინეთ სამუშაო პროცესი. სხვა შემთხვევაში თქვენს საბრალდებო დასკვნებს, რამდენიმე თვეში დაემატება დივერსია, ამ ისტორიულ საწარმოს თანამშრომლები წინაააღმდეგ და თქვენ აღმოჩნდებით საბრალდებო სკამზე, მათ შორის ამ საწარმოს დახურვისთვისაც, რასაც გეგმავთ. არავინ გაბედო ამ საწარმოს პარალიზება. ის უნდა დარჩეს, განვითარდეს, გაძლიერდეს, ამუშავდეს, ხალხმა ხელფასი მიიღოს და ქვეყანა წინ წავიდეს. ეს არის ჩვენი მიზანი.