საზოგადოება

,,დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია”

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიების ზრდის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება, გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდაო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად”, – განაცხადა ზოიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2018 წელს პენსია არ გაიზრდება, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

წყარო:რეპორტიორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close